სასწავლო
პროექტის გეგმა
პროექტის
სახელწოდება: „ წიგნი-ჩვენი საუნჯე“
პროექტის
მთავარი იდეა(თემა): მოსწავლეები პროექტის ფარგლებში შეისწავლიან კლასგარეშე საკითხავ მოთხრობებსა და მათი ავტორების
მცირე ბიოგრაფიებს.შექმნიან ილუსტრაციებს წაკითხული ტექსტიდან გამომდინარე.
პროექტის
აქტუალობა: მოსწავლეები ნაკლებად კითხულობენ არა საპროგრამომასალას ან იშვიათად ეცნობიან ისეთი მწერლების შემოქმედებას
, რომლებიც არ ხვდებათ სახელმძღვანელოში.
პროექტის
მიზანი: პროექტის მიზანია გავაღვიძოთ
ინტერესი მოსწავლეებში კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურისადმი, გაიუმჯობესონ კითხვისა და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები.
ისტ ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევები.მოსწავლემ შეძლოს ინფორმაციის
მოძიება, კლასიფიკაცია, ანალიზი. თანატოლებთან კომუნიკაცია და შეგროვებული ინფორმაციის
გაზიარება.
მონაწილეთა
ასაკი: 8-9 წელი
ვადები
ხანგრძლივობა: ოთხი კვირა
მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
წაკითხული ტექსტებიდან გამომდინარე,
მოსწავლეები ქმნიან ილუსტრაციებს , აწყობენ გამოფენას.
ასევე მწერლის ბიოგრაფიისა და წაკითხული
ტექსტის მიხედვით , მასწავლებლის დახმარებით აკეთებენ კედლის გაზეთს და პრეზენტაციას
სლაიდების გამოყენებით.
პროექტისთვის
საჭირო რესურსები:
1.ოტია იოსელიანის -”დაჩის ზღაპრები”
2.არჩილ სულაკაურის- ”სალამურას თავგადასავალი”.
3.ვაჟა ფშაველა - "მუცელა”
4. ლუის კეროლი -
"ალისა საოცრებათა ქვეყანაში“
5. ასტრიდ ლინდგრენი-"პეპი
გრძელი წინდა".
პროექტორი,
მოსწავლის ბუკები, დიდი ფორმატის ფურცლები, მარკერები, წინასწარ გამზადებული ფოტოები.
პროექტის
მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პირველი კვირა-
·
დავაჯგუფებ მოსწავლეებს შემდეგი
აქტივობის გამოყენებით:
მათემატიკური მოქმედებები
მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები. ერთ ბარათზე გამოსახულია მათემატიკური
მოქმედება, ხოლო მის მეწყვილე ბარათზე - ამ მოქმედების პასუხი ან ამ მოქმედების შესრულების
მეორე ვარიანტი. მაგალითად, თუ ერთ ბარათზე წერია 3 x
3, მის წყვილ ბარათზე ეწერება 9. 7+2, და ა.შ.
·
დავალებების დანაწილება- მოსწავლებს ჯგუფების მიხედვით
უნაწილდებათ ავტორები, რომელთა მცირე ბიოგრაფიაც უნდა მოიძიონ და დაახარისხონ. პარალელურად
კითხულობენ ნაწარმოებებს, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში უნდა დაამუშაონ.
მეორე
კვირა
·
თითოეულ ჯგუფთან სამუშაო შეხვედრის დროს განვიხილავთ
წაკითხულ ნაწარმოებებს , გაურკვეველ საკითხებს . ჯგუფებს ეძლევათ მითითება დაინაწილონ
მონაკვეთები და გააკეთონ მათი ილუსტრაცია
.
მესამე
კვირა
·
მოვიძიებთ სურათებს, ვაკეთებთ კედლის გაზეთებს და ვქმნით ელექტრონულ რესურს ( სლაიდებს ) . ვემზადებით
პრეზენტაციისთვის.
მეოთხე კვირა
·
ვაკეთებთ პრეზენტაციას.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა.
ხელოვნება . ისტ ტექნოლოგიები.
შედეგი-მოსწავლეების დიდი ინტერესის გამოვლენა
ლიტერატურისადმი; შემოქმედების შესწავლის
მოტივაციის აღძვრა; კითხვის, აზროვნების, წერის, ისტ–ის გამოყენების უნარების , პრეზენტაციის
, განვითარება.
ურთიერთთანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება.
პროექტის
ხელმძღვანელი: ნატო მაჭარაშვილი
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: natamacharashvili91@gmail.com.
No comments:
Post a Comment